რეზონანსი
(08.01.2025)

გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი, - ასე მიმართა ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს.

მანამდე ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან.

მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე