რეზონანსი
(08.01.2025)

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ორ მძღოლს შორის დაწყებული დაპირისპირება დაკავებით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ორ 40 წლამდე მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაგისტრალზე, სავარაუდოდ ავტომობილის მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაიწყო და კონფლიქტი რუსთავში ლომოურის ქუჩაზე გაგრძელდა.

დაპირისპირებაში ჩართული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე