რეზონანსი
(06.01.2025)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზის შესახე ინფორმაციას ავრცელებს:

„შობას დაიწყება და მთელ კვირას გაგრძელდება საქართველოში მზიანი და თბილი დღეები. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უფრო და უფრო დათბება, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, კვირის შუა დღეებში ტემპერატურა: დასავლეთში +18, სანაპირო კურორტებზე +20, აღმოსავლეთში +11 გრადუსს მიაღწევს.

ზამთრის კურორტებზე მყარი თოვლის საფარი შენარჩუნდება, მაგრამ თოვა შეწყდება. ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და თოვლიანი ამინდები, ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს დაბლობსა და ბარში ჯერ არ დადგება. ბედნიერ სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ“, - დაწერა მეტეოროლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე