რეზონანსი
(06.01.2025)

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

„არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან”, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე