რეზონანსი
(05.01.2025)

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურსკი, კარგი ამბავი, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, - აცხადებს ერმაკი.

კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის პრევენციის ცენტრიც იუწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე