რეზონანსი
(04.01.2025)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. აღნიშნულზე თავდაპირველი ინფორმაცია Jnews-მა გაავრცელა.
სოფელ ბავრაში მომხდარი დაჭრის შემთხვევაზე ბრალდებული არასრულწლოვანია.
ორივე შემთხვევაზე შსს-ს უკვე ჰყავს დაკავებული პირები. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



