რეზონანსი
(03.01.2025)

თურქეთში, ანტალიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:51 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი მიწის ქვეშ 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



