რეზონანსი
(31.12.2024)

ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა , - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა.

ავსტრალიის მოსახლეობა ახალი წლის დადგომას თბილისის დროით 17:00-ზე, სიდნეის საახალწლო ფოიერვერკების გრანდიოზული შოუს ფონზე იზეიმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე