რეზონანსი
(31.12.2024)

„საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან]. "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ", - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გააკეთა.

„რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა - ახალი არჩევნები, არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და ოპოზიციის მიერ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება მიაჩნია.

„ჩვენც ასე ვიყავით ცხრა აპრილს. ჩვენც ასე ვიდექით რუსთაველზე... ჩვენი შეცდომა იყო. უნდა გავყოლოდით პატრიარქს და უნდა დავშლილიყავით; ახლაც მოვუწოდებ [ახალგაზრდებს], რომ ეს დაამთავრონ. არ შეიძლება ასე გაგრძელება.

უნდა შერიგდნენ ქართველები; [ოპოზიცია] შევიდეს პარლამენტში; თავისი ამომრჩევლები დააფასონ. ხალხი სანთლებს აუნთებს მათ, ვინც დააწყნარებს იმას, რაც გარეთ ხდება. შეუძლებელია, რაც გარეთ ხდება", - განაცხადა ბიზნესმენმა და კითხვაზე: - თქვენ არ გჯერათ, რომ საქართველომ ["ქართულმა ოცნებამ"] ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია, უპასუხა, რომ

„არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან.] „ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკური ზრდა შეუწყვეტელია, არ გაჩერებულა".

წყარო: bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე