რეზონანსი
(30.12.2024)

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფაზე, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და ყაზახეთში ჩამოვარდა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სულ უფრო და უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანზე მოქმედებს უკრაინის ფარგლებს გარეთ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მოწმობს აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფა, რომელიც სრულად უნდა იქნეს გამოძიებული.

„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანზე მოქმედებს - უკრაინის ფარგლებს გარეთაც. ამას მოწმობს ავიაკაატასტროფა აქთაუში, რომელიც სრულად უნდა იქნეს გამოძიებული. ვფიქრობთ დაღუპულთა ოჯახებზე და დაჭრილებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - წერს გერმნიის კანცლერი. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე