
„უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს.
მისი თქმით, არასდროს საქართველოს არ უღალატია საგარეო კურსისათვის.
„როდესაც აშშ-ის მიმავალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ შორს დაეჭირა თავი Credit Suisse-ის დავალიანების გასტუმრების საკითხებთან დაკავშირებით, ახლა შეუძლია საპირისპირო განაცხადოს, ეს არ არის რაიმე სიახლე. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი, მაგრამ რაც ვთქვი, კიდევ გავიმეორებ - არ იმსახურებს, არც საქართველო, არც მისი პარტიული და არც ადმინისტრაციული ლიდერშიპი ასეთ დამოკიდებულებას, ვინაიდან საქართველოს არასდროს უღალატია თავისი პირობებისთვის და საგარეო კურსისთვის. ეს არის უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება“, - აღნიშნავს ვოლსკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



