
ილიაუნის სააპელაციო სარჩელი დააკმაყოფილა - აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე Facebook-ზე წერს.
"ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის! მთავარი გამარჯვება წინ არის"- წერს დარახველიძე.
ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა.
უნივერსიტეტში აცხადებდნენ, რომ საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები.
უნივერსიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



