რეზონანსი
(30.12.2024)

რუსთავში ავტომობილი ავარიის დროს სკვერში შევარდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, "ბმვ-ს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ჯებირი შეანგრია და გონაშვილის სახელობის სკვერში შევარდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე