რეზონანსი
(28.12.2024)

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გალაკტიონის ხიდიდან ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღეს ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან და ერთად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ .

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეების ნაწილი, ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე