რეზონანსი
(28.12.2024)

რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება? "ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე ამბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ კერ­ძო პი­რებს ეხე­ბა, ამი­ტომ ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხე­ბა. 

"თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი რომ სან­ქცი­რე­ბი­დან, ეს ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის მქო­ნე მოვ­ლე­ნაა. ექ­ნე­ბა თუ არა დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლას უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი? - ამის თქმა ძნე­ლია. მა­გა­ლი­თად: ჩი­ნეთ­ში ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მაა, მაგ­რამ მთე­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი იქ შე­დის. მე­ო­რე მხრივ, ცუ­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე აქ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში ფულს დებ, მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის ქვე­ყა­ნაა და ამ კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა - ეს კი­დევ ერთი, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვია, რომ ვი­ღა­ცას აქ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა არ მო­უნ­დეს. პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ერთი მხრივ, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია აბ­რკო­ლებს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სამ­ხედ­რო რის­კი, რაც ბიზ­ნე­სის­თვის სირ­თუ­ლე­ებს ქმნის. ვინც მთავ­რო­ბის მხა­რე­საა და სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს, ორ რა­მე­საა ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი - ერთი, ეს არის ტრან­ზი­ტი და მე­ო­რე - მილ­სა­დე­ნი და ნავ­თობ­სა­დე­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია - სწო­რედ ამ ორ ელე­მენტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა. ბოლო ხა­ნებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ გა­უ­ფა­სურ­და ლარი და ეს ლო­გი­კუ­რია: ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ შე­მო­დის, წლის ბო­ლოა და ვა­ლე­ბი გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვერ მუ­შა­ობს, რაც ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ეკო­ნო­მი­კა­ზე. ცხა­დია, ბევ­რი პრობ­ლე­მაა. თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, ეკო­ნო­მი­კა სტა­ბი­ლუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დეს და ამას­თა­ნა­ვე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მე­ო­რე, სწო­რედ ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბა", - განუცხადა "კვირის პალიტრა" პაატა შეშელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე