რეზონანსი
(27.12.2024)

ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებების კომენტირებისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ირაკლი შაიშმელაშვილი არ იყო მაღალჩინოსანი, ის მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში.

„ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე