
GFF Awards დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა. ქართველი გოლკიპერი დაჯილდოვების ცერემონიალს არ ესწრებოდა, თუმცა მან საზოგადოებას ვიდეო ჩანაწერით მიმართა.
"მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ იმაზე კარგი წელი, ვიდრე იყო 2024 წელი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების სტაფს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რადგან ეს გუნდური წარმატებაა. აკაკი დევაძის შემდეგ, პირველი ქართველი მეკარე ვარ, ვინც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ეს იყო ჩვენი ერთობლივი წარმატება - გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ისტორა დავწერეთ", - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი სეზეონიდან ქართველი გოლკიპერი კარიერას ინგლისურ კლუბ "ლივერპულში" გააგრძელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



