რეზონანსი
(27.12.2024)

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 აპრილამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის საქართველოსთან, 2025 წლის 1 აპრილამდე დარჩება დაკეტილი.

განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის ვადა აზერბაიჯანში 2025 წლის 1 იანვარს იწურებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე