რეზონანსი
(26.12.2024)

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
წყარო: IPN
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



