რეზონანსი
(25.12.2024)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის უცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარე დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
,,დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ “აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანაგრძნობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - წერს შალვა პაპუაშვილი X -ზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



