
მომღერალმა ავთო აბესლამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს: „ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“.
ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას „იმედის“ ეთერით გამოეხმაურა:
„31 დეკემბერთან დაკავშირებით ბათუმის საახალწლო პროგრამაში ავთო აბესლამიძე არ ყოფილა. ბათუმის საახალწლო გალა პროგრამა უკვე შედგენილია, მასში არ არის ავთო აბესლამიძე, შეთანხმება არც ყოფილა და არც შეთავაზება 31 დეკემბერთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



