
ამ ორგანიზაციას სანდოობა ვერ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ დეზინფორმაციულ ნარატივს არაერთხელ აჟღერებდნენ და უწევდნენ ტირაჟირებას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას.
„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოგონილ თემებს უწყობდნენ, თითქოს მისი წამება ხდებოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აღარ შეუმჩნევიათ, რამაც გააცამტვერა მათი ნარატივი და დეზინფორმაციული კამპანია, თუმცა ფაქტია მათი მიზანი არ არის რეალობის ასახვა, მათი მიზანი არის დეზინფორმაციული გარემოს შექმნა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



