რეზონანსი
(25.12.2024)

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე