რეზონანსი
(24.12.2024)

თურქეთში, ბალიკესირის რაიონში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ბალიკესირის გუბერნატორმა დაადასტურა. ასევე, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.

აფეთქების შედეგადა ქარხნის შენობა დაინგრა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე