რეზონანსი
(23.12.2024)

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც „იმედის კვირის“ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „პერფორმანსების ნაწილი, რომლებიც ქუჩებში ეწყობა, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაორგანიზებული, რეალურად „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისიდან იმართება“.

„მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“, - წერს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე