
„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი არ ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ვინმე სერიოზულად მიიღებს.
„როგორც ჩანს, მას გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს. მას არაფერი გამოუვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



