რეზონანსი
(22.12.2024)

ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად... თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო.

"კახელებს (ასევე, მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს...) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად ... თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!,- წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე