რეზონანსი
(22.12.2024)

„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა და მისი პოზიციით უკმაყოფილო დარჩა. კერძოდ, ცისკარიშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები“.

„სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნებიო“, რომ ისევ ფულით, პროპაგანდით და გაყალბებით დაიწეროს პროცენტები?! სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე! ზუსტად რომ ხუხულასავით უნდა ჩამოეშალოს ვერტიკალი მაგ ნაძირალა კაცს! მერე ატარე თავისუფალი არჩევნები, რამდენიც გინდა!“, – დაწერა ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე