რეზონანსი
(22.12.2024)

ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არეულობის შესახებ X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე „მავნებელი ქალის [სალომე ზურაბიშვილის] თაოსნობით არეულობას აპირებენ“.
„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, პუტჩის "გამპრავებელი" მავნებელი ქალის თაოსნობით, არეულობას აპირებენო. ალბათ დამკვეთებმაც უთხრეს 22 რიცხვი და თვითონაც მოაწვათ ნოსტალგია, მათ მიერ შექმნილ ბნელ წარსულზე. ვერ არევთ, არ გამოგივათ!“ - წერს გამსახურდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



