რეზონანსი
(21.12.2024)

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზეა.
„ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შემოსულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ“, - განაცხადეს უწყებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



