რეზონანსი
(20.12.2024)

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში სპეციალურ ბრიფინგზე შეფასა.

პრემიერმა, საპარლამენტო არჩევნების სათანადო შეფასებისთვის, მადლობა გადაუხადა:

"ახლახან გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ

შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე