რეზონანსი
(20.12.2024)

 სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„სოროსის ქსელს ორი შტაბ-ბინა ჰქონდა, მაგრამ სოროსის ქსელმა დაკარგა ამერიკა. ახლა ის კონცენტრირდება ბრიუსელში. ასე რომ, ჩვენი მომავლის გასაღებია, შეძლებენ თუ არა „პატრიოტები" [ევროპული პოლიტიკური გაერთიანება] უმრავლესობის მოპოვებას და სოროსისგან ბრიუსელის დაბრუნებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დღითიდღე ვძლიერდებით", - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე