
დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას", - აღნიშნა ჰენა ვირკკუნენმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ დღეს ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



