რეზონანსი
(20.12.2024)

ვიცე-პრემიერად ვახტანგ გომელაურის დანიშვნა აქტიურად მანამდეც განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვახტანგ გომელაურს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა.

„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე