რეზონანსი
(20.12.2024)

"ქართულ ოცნებაში" სანქციების საკითხს ეხმაურებიან. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა გადაიტვირთება.

"ვინც მართავს ამ პროცესს მთლიანად, რომელსაც ილონ მასკი და ტრამპი Deep state-ს ეძახის, ჩვენ კი "გლობალური ომის პარტია" შევარქვით", მცდელობა აქვთ, რომ იქნებ მოასწრონ რამენაირად - ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. დამთავრდება ეს უახლოეს პერიოდში. 

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გაზაფხულიდან მოხდება გადატვირთვა და აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ზუსტად ვიცით, რომ 20 იანვრის შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკა შეიცვლება", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე