რეზონანსი
(19.12.2024)

ოპოზიციას უნდა ტოტალური შურისძიების მოწყობა საზოგადოების წინააღმდეგ,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას. მისი თქმით, ეს მიმართვა აჩვენებს იმას, თუ როგორი მოძალადე ბუნებისას ოპოზიცია.

„გირჩი ჯაფარიძე რომ ვინმეს ემუქრება უკვე კურიოზია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის კრებითი სახე რადიკალური ოპოზიციის და ჩვენ ვხედავთ ბუნებით როგორი მოძალადეა ეს ოპოზიცია. მათ აქვთ ერთი სული, პირველ რიგში როდის იძიებენ შურს რიგით მშვიდობიან მოქალაქეებზე ამ ქვეყანაში. მათ უნდათ ტოტალური შურისძიების მოწყობა ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა საკითხია, რომ ამ ყველაფერს ისინი ვერ ეღირსებიან და ამისი რესურსი არ ექნებათ, მაგრამ მეორე მხრივ ისინი გვახსენებენ საკუთარ სახეს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე