რეზონანსი
(19.12.2024)

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან.

„უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს. იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, მან დიდწილად დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ცუდ სიტუაციამდე მიყვანაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე