რეზონანსი
(18.12.2024)

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალური ქსელით ეხმაურება ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, ზურაბიშვილის გამოსვლისას ევროპარლამენტის დარბაზი 80 პროცენტით ცარიელი იყო.

„უცნაურია... 80 პროცენტით ცარიელი დარბაზი ესალმება საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე 29 დეკემბრამდეა და, რომელიც უარს ამბობს მისი შემცვლელისთვის უფლებამოსილების გადაბარებაზე. ამ ვადამდე 12 დღით ადრე მისი მოწვევა სტრასბურგში არის მორიგი ნიშანი, რომ ევროკავშირი უგულებელყოფს ქართველების არჩევანს", - აცხადებს ტიერი მარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე