რეზონანსი
(18.12.2024)

კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვნი პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ სიტუაციის დესტაბილიზაცია ორივე ქვეყნისთვის მავნეა.

„კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს. ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდება, საქართველოში ჩაძვრეს", - განაცხადა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე