
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ საპროტესტო მსვლელობებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ.
„მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია!“
რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ე.წ. რადიკალური დაჯგუფებები, ახლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა „არა“, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება და წარსულში დარჩება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების, სისხლისღვრის და დაპირისპირების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – თქვა კახა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



