რეზონანსი
(17.12.2024)

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება. ამის შესახებ მან ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ არნახული მასშტაბით. ორივე მხარეს დაღუპული სამხედროების რაოდენობა ასტრონომიულია.

„რაც იქ ხდება, ორივე მხარისთვის ბევრად უარესია, ვიდრე ამის შესახებ აცხადებენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი სასაკლაო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უნდა დასრულდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე