რეზონანსი
(17.12.2024)

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოლოდინი, რომ ევროკავშირი უფრო მკაც გადაწყვეტილებას გამოიტანდა, არ გამართლდა.

სეფაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის სამწუხაროდ, საბჭომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა.

"ერთადერთი საკითხი, რომელიც გადაწყვიტეს, ეს არის, რომ დაიწყონ განხილვა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, როგორც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ამ საბჭოს გაცილებით უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა გამოეტანა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, საბჭომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე