
რა კავშირს ხედავს მმართველი გუნდი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და 2013 წელს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შორის - უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგი არეულობას და სწორედ მაიდნის სცენარის განმეორებას ემსახურება.
"მათი გეგმა არის ერთადერთი, რომ იქნებ უცხოეთი დაგვეხმაროს ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ვერ დაეხმარება უცხოეთი ეფექტურად, ეს უკვე ფაქტია, ნათელია და ვერც სახელმწიფო ინსტიტუტებს ვერ ჩამოშლიან, ეს მათთვის ტრაგედიაა, მაგრამ უნდა შეეგუონ ამ ტრაგედიას. ვადა ეწურებათ, 20 იანვრის მერე მსოფლიოში გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად იცვლება", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



