რეზონანსი
(16.12.2024)

ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.
ამასთან, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



