რეზონანსი
(16.12.2024)

გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცს უნდობლობა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ახლა ოლაფ შოლცმა უნდა შესთავაზოს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პარლამენტის დათხოვნა.
გერმანიის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მისაღებად 21 დღე ექნება.
ამასთან, მოქმედი ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც სავარაუდოდ 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



