რეზონანსი
(16.12.2024)

ირაკლი ღარიბაშვილის შვილის მიერ, პენსილვანიის უნივერსიტეტის ადმისიტრაციის მოთხოვნით ,სასწავლებლის დატოვების შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თავად ნიკოლოზ ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
"ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე.
არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!" - განუცხადა "იმედს" ექს-პრემიერის ვაჟმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



