
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში პოლიციამ 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გარდაცვლილებს შორის ახალგაზრდა ქართველი ქალია, რომელიც მიმტანად მუშაობდა. იგი 25 წლის გურანდა ჩხაიძე აღმოჩნდა.
ცხედრები ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც ობიექტს საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებდა. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი გენერატორის გამონაბოლქვით გაიგუდა.
ირკვევა, რომ გუდაურში ინდოეთის 11-მა მოქალაქემ საცხოვრებელი ფართი 2 წლის წინ იქირავა და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივები კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25 წლიდან 40-წლამდე მერყეობს. მათგან 8 მამაკაცი და 4 ქალია. გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მფლობელი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



