რეზონანსი
(16.12.2024)

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი, ალექსი თირქია, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ხელოვნური კომიდან საბოლოოდ გამოვიდა. მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ.

არსებული ინფორმაციით, მას ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დრო და რეაბილიტაციაა საჭირო.

მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე