რეზონანსი
(15.12.2024)

მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ ჩეჩნეთის დედაქალაქი დრონების სამიზნე გახდა. დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რამზან კადიროვმაც. მისი თქმით, დღეს დილით გროზნოს სამი უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს, რომელთაგან 2 ჩამოაგდეს.

თავდასხმის სამიზნე იყო სპეცრაზმის ბაზა და პოლიციის სპეციალური პოლკი.

გროზნოზე თავდასხმა მოხდა ხუთშაბათსაც,  უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმაზე, რა დროსაც 4 კადიროველი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე