რეზონანსი
(15.12.2024)

მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატი დისკუსიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი ირაკლი კობახიძე მზად არის 10-12 ახალგაზრდას ნებისმიერ ფორმატში, ღია ეთერში დაუჯდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. თუმცა, მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ. არა იმიტომ რომ მათ სურვილი არ აქვთ, არამედ ამას აუკრძალავენ ის ადამიანები, რომლებიც მათ აგულიანებენ ამ დანაშაულის და პროვოკაციებისკენ“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე